saWmeli sokoebi - marwyvio

Домен: Эукариоты
Отдел: Базидиомикота
Класс: Агарикомицеты
Порядок: Агариковые
Семейство: Шампиньоновые
Род: Навозник
Вид: Навозник белый
Международное научное название: Coprinus comatus

 

მერცხალა სოკო - (ინგ. Coprinus comatus) (რუს. Навозник белый)

სინონიმი: გველის სოკო.

Coprinus comatus ადვოკატის პარიკი, ეს ზედმეტსახელი ეწოდა გარეგნული იერიდან გამომდინარე. არის ფართოდ გავრცელებული სოკო. გვხვდება გაზონებთან, ხრეშიანის გზების პირას და ნარჩებთან. ახალამოსული ნაყოფი არის თეთრი, ცილინდრული ფორმის, რომელსაც ზედაპირზე ქუდი უვითარდება, ნაყოფსხეული არის თეთრი და მთელ სიგრძეზე ქერცლით დაფარული. რამაც განაპირობა ამ სახეობის სოკოს დასახელება. ქუდქვეშა მალმები არის ასევე თეთრი შეფერილობის, რაც მომწიფებასთან ერთად ჯერ ვარდისფერი, ბოლოს კი შავი ხდება და ბზინვარებს შავი, ბლანტი, თხევადი სპორით სავსე. Coprinus comatus-ის უცნაური მახასიათებელია ის, რომ დაკრეფიდან რამდენიმე საათში შავდება და სითხედ დნება.

მისი ახალგაზრდა ნაყოფი ერთერთი საუკეთესოა საკვებად გამოსადეგ სოკოს ჯიშებს შორის. თუმცა დაკრეფიდან მალევე უნდა იქნას მომზადებული გამომდინარე მისი  მალფუჭებადობის და თვითადუღების თვისების გამო. მის ხანგრძლივად შესანახად აუცილებელია სოკოს წამოდუღება ან გაყინვა მისი დაკრეფიდან არაუმეტეს 6 საათისა. მერცხალასოკო კულტივირებულია ჩინეთში, როგორც საკვები.

ის ხშირად ეშლებათ magpie fungus-ში, რომელიც გარეგნულად გავს მას, მაგრამ არის მომწამვლელი.

ტაქსონომია

პირველად აღწერა დანიელმა ნატურალისტმა ოტო ფრიდრიხ მიულერმა 1780 წელს როგორც Agaricus comatus. მოგვიანებით კი 1797 წელს კი კრისტიან ჰენდრიკ პერსუნის მიერ მან მიიღო დასახელება, რომელსაც დღემდე ატარებს. კოპრინუსის გენი ასამდე სახეობის სოკოს აერთიანებს. თუმცა დნმ-ის მოლეკულურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ ეს სახეობა ორ ოჯახად იყოფა: Agaricaceae და Psathyrellaceae. Coprinus comatus არის კოპრინუსების ჯგუფის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობა.

აღწერილობა

ცილინდრული ფორმის Coprinus comatus ადვილად გამოირჩევა თავისი გაჩეჩილი ფაფარით, რომელიც ფარავს მთელს მის ღეროს. მისი ქუდი ძირითადად თეთრი ფერისაა და აქვს აწეწილი ქერცლი. აქვს კონუსური ფორმის ქუდი, ასევე მალმები სპორების წარმომშობ შრეში და ღეროზე წრიულად გარშემორტყმული თხელი ფარფლი. არის საპროტროფული, იკვებება მკვდარი ან გახრწნილი ორგანული ნივთიერებებით.

გავრცელება და ეკოლოგია

ხანდანხან შეიძლება მოულოდნელ ადგილებში შეგვხვდეს, მაგალითად ქალაქის გამწვანებულ ადგილებში. მრავლად გვხვდება ასევე ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მინდვრებსა და მდელოებზე. ინგლისში ინვისიდან ნოემბრის ჩათვლით. ასევე ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ისლანდიაში. ავსტრალიაშ სოკოს ეს სახეობა საკმაოდ გავრცელებუილია და 1981 წელს ავსტრალიის ეროვნულ საფოსტო მარკაზეცაა გამოსახული.

საკვებად ვარგისიანობა

ახალამოსული ნაყოფი იჭმევა სანამ გაშავებას და ლპობის პროცესს დაიწყებს. ხასიათდება რბილი გემოთი. კერძად მომზადებისას გამოყოფს ბევრ სითხეს. ხშირად მისგან სოკოს სუპს აკეთებენ. ეს სითხე შესაძლოა ასევე გამოდგეს რიზოტოს სოუსად ან მისგან მოვამზადოთ ბულიონი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ქათმის ბულიონს.

Coprinus comatus არ უნდა აგვერიოს მელნისფერთავიან სოკოში, რომელიც შეიცავს კოპრინს და რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მოწამვლა. კოპრინით მოწამვლის სიმპტომებია ღებინება, დიარეა, გულისცემის მომატებული სიხშირე და მეტალის გემო პირის ღრუში.

მრგვალიფშუკუნა

Bovista nigrescens უმეტესად ცნობილი როგორც ყავისფერი ან შავი ბოვისტი. არის საკვებად გამოსადეგი. მისი სფეროსებრი ნაყოფსხეული იზრდება 3-6სმ-მდე. გარეკანი  თავდაპირველად თეთრია, შემდეგ მუქდება, ასევე მისი შიგთავსი, ახალამოსულზე თეთრია, შემდეგ კი ჟანგისფერს და საბოლოოდ მოწითალო შეფერილობას იღებს. ზაფხულის მიწურულსა და შემოდგომაზე იზრდება ტყის განაპირას, მინდვრებზე და მდელოებზე. ის დაძველებულ და გამხმარ მდგომარეობაში ინახება თვეების მანძილზე. ბევრგან არ იზრდება. ძირითადად გვხვდება ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში. თუმცა გვხვდება ასევე იჭმევა მხოლოდ ნორჩი. არის მთლიანი ჰიმენიუმი, არ გააჩნია გამოკვეთილი ქუდი ან დანაოჭებული ქსოვილი. არის გლუვი, მთლიანი მასა. მისი სპორები ყავისფერი შეფერილობისაა.